დასახელება:
ინტერიერის დიზაინერი
|
მომწოდებელი:
Stipfold
|
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
|
სტიპფოლდი მუშაობს მხოლოდ ისეთ პროექტებზე, რომლებიც შეესაბამება კომპანიის ხედვას. გვსურს ვიმუშაოთ პროფესიონალებთან, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმიანობა, ენერგიას არ იშურებენ ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად და იზიარებენ კომპანიის ესთეტიკურ მიდგომას.
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
** წინასაპროექტო კვლევის მომზადება;
** დიზაინის კონცეფციის შექმნაში მონაწილეობა;
** დიზაინის კონცეფციის მიხედვით სრული BIM მოდელის დამუშავება Revit-ში;
** ვიზუალიზაციის სპეციალისტთან ეფექტური კომუნიკაცია სასურველი ხარისხის ვიზუალიზაციის მიღების მიზნით;
** დიზაინის კონცეფციის მიხედვით მასალებისა და პროდუქციის შერჩევა;
სავალდებულო მოთხოვნები:
** Revit - ის სრულყოფილად ცოდნა;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის 1-3 წლამდე გამოცდილება;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 2, 500 ₾
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00
I ეტაპი - კანდიდატებთან გასაუბრება
II ეტაპი - დავალების შესრულება
შერჩეულ კანდიდატს დაუწესდება ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა.
თუ დაინტერესდით ჩვენთან მუშაობით, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV და პორტფოლიოს ბმული შემდეგ მისამართზე jobs@stipfold.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: Interior Designer.
|
|
|
|