Робота для біженців з України
WISE მედია-ლაბორატორიისთვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: WISE მედია-ლაბორატორიისთვის
მომწოდებელი: მერსი ქორფსი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
თანდართული ფაილი: 674092_attachments_8585537.zip
"მერსი ქორფს საქართველო" აცხადებს კონკურსს შემდეგ საქმიანობაზე: WISE "მედია-ლაბორატორიისთვის"

პროგრამა: WISE (ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის)

კონტრაქტის ტიპი: ორგანიზაციული კონტრაქტი

გამოქვეყნების თარიღი: 13.10.2025

შეთავაზების მიღების ბოლო ვადა: (პირველ ეტაპზე Intent to Bid-ის ფორმის შევსება და გამოგზავნა) 22.10.2025

პროგრამა "ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის" (შემდგომში - "პროგრამა") ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და ხორციელდება "მერსი ქორფს საქართველოს" მიერ საქართველოსა და სომხეთში.

პროგრამა თანამშრომლობს პარტნიორ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის (VAWG) და ძალადობრივი ექსტრემიზმის (VE) პრევენციისა და წინააღმდეგობის მიმართულებით.

პროგრამის მიზნები, სტრუქტურა და ჩარჩო

WISE გუნდის საქმიანობა მიმართულია ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის (VAWG) საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისკენ, სადაც მედიას განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა ენიჭება. მედიის წარმომადგენლები - ჟურნალისტები, პროდიუსერები, ტელევიზიის, ონლაინ მედიის, უნივერსიტეტებისა და რადიოს წარმომადგენლები - პროგრამის ძირითად სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ იურისტებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად.

გთხოვთ, წარმოადგინოთ შევსებული ფორმა ინგლისურ ენაზე, 22 ოქტომბრამდე, 2025, მისამართზე: tenders@mercycorps.org; gkudakovi@mercycoprs.org. ელ. ფოსტის თემაში მიუთითეთ WISE-Programme.

შესავსები ფორმა, დეტალები და მოთხოვნები მიმაგრებულია თანდართული დოკუმენტის სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე