Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=674074&print=yes&view=jobs
 
რეპორტინგის უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეპორტინგის უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
ს.ს. "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

კორპორაციის ძირითადი საქმიანობა - ინოვაციური გადაწყვეტილებებით მარტივი, უსაფრთხო და მოხერხებული გადახდების სისტემის ჩამოყალიბებაა, Visa International, MasterCard Worldwide, და UPI (Union Pay International) - ის რეგულაციებისა და PCI (Payment Card Industry) მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.

სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაოს ძირითადი ამოცანები და პასუხისმგებლობები:

** შემოსული საკითხების მიღება, დამუშავება და დახარისხება პრიორიტეტების მიხედვით;
** მონაცემთა სივრცის განსაზღვრა, ინფორმაციის წყაროს დაზუსტება და ანალიზი.
** კომპანიის შიგნით არსებული სისტემების და პროგრამული უზრუნველყოფების შესაბამისი მონაცემების ამოღება ბაზებიდან, ვადებში დამუშავება და დამკვეთთან კომუნიკაცია / მიწოდება;
** კრიტიკული რეპორტების არასამუშაო საათებში ამოღება დამუშავება (დისტანციური ჩართულობით).

განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია);
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.
** SQL ენების (PL SQL, MYSQL, MS SQL, POSTGRESQL) სრულფასოვანი ცოდნა.
** Microsoft -ის პროდუქტების სიღრმისეული ცოდნა - Excel მაღალ დონეზე.
** სასურველია სხვა ოპერაციულ სისტემებთან გამოცდილება (Linux, Unix).
** ინგლისური ან/და რუსული ენების თავისუფლად ფლობა.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და დეტალებზე ორიენტულობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის უნარი.
** ინიციატივა, პიროვნული თვითგანვითარება, დეტალებზე ორიენტირებულობა, გუნდური მუშაობა, კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, ორგანიზებულობა;

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ufc.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10.11.2025

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
ცხელი ხაზი 032 2 777 222.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია