დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
გრინვეი ლოჯისტიკ
|
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
|
"გრინვეი ლოჯისტიკი" არის სრულმასშტაბიანი ლოგისტიკური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ლოგისტიკის სრულ ციკლს ჩინეთში, ევროპაში, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში. კომპნია დაარსდა 2012 წელს და დღეის მდგომარეობით ფლობს ფილიალს სლოვაკეთში და საწყობს ჩინეთში. მომავალში იგეგმება საწყობების გახსნა ევროპაშიც. გახსნის პროცესშია საწყობი ლილოში, სადაც "გრინვეი ლოჯისტიკი" განახორციელებს ოპერირებას.
ლოგისტიკის ინდუსტრიაში "გრინვეი ლოჯისტიკს" უკავია მოწინავე პოზიცია და ქმნის ახალ ტექნოლოგიებს და ინოვაციურ სტანდარტებს საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვაში.
უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ლინკს: https://www.gwl.ge/
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** ეფექტურ საბონუსე სისტემას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
მთავარი ვალდებულებები:
გაყიდვების ოპერაციები:
** კომპანიის მომსახურების აქტიური გაყიდვა.
** ახალი კლიენტების მოძიება და მათთან ურთიერთობის დამყარება.
** არსებული კლიენტების შენარჩუნება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება.
** გაყიდვების გეგმებისა და მიზნების შესრულება.
** კლიენტებისთვის მომსახურების პრეზენტაციების ჩატარება და კომერციული კონსულტაციის მიწოდება.
მოლაპარაკებები :
** კომერციული წინადადებების მომზადება და გაგზავნა.
** ფასების, პირობებისა და კონტრაქტების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება.
** გაყიდვის პროცესის მართვა — დაწყებული პირველი კონტაქტიდან, გარიგების დახურვამდე.
** გაყიდვის შემდეგ მომხმარებელთა მხარდაჭერა და უკუკავშირის მიღება.
თანამშრომლობა:
** მჭიდრო თანამშრომლობა მარკეტინგის, ოპერაციების და ლოგისტიკის დეპარტამენტებთან შეკვეთების შესრულების უზრუნველსაყოფად.
კვალიფიკაცია და გამოცდილება:
განათლება:
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში, მარკეტინგში, გაყიდვებში ან შესაბამის სფეროში.
გამოცდილება:
** მინიმუმ 1-3 წელი გაყიდვებში ან კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში (B2B ან B2C).
** გამოცდილება CRM სისტემებთან მუშაობაში ჩაითვლება უპირატესობად.
** ლოგისტიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
უნარები და კომპეტენციები:
** ძლიერი კომუნიკაციისა და დამარწმუნებელი პრეზენტაციის უნარი.
** შედეგზე ორიენტირებული და მოტივირებული
** გამორჩეული მოლაპარაკებისა და პრობლემის გადაჭრის უნარები.
** პასუხისმგებლობა, დროის ეფექტური მართვა და გუნდურად მუშაობის უნარი.
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.
** Microsoft Office-ის და CRM პროგრამების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** კლიენტზე ორიენტირებული;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული;
** შედეგზე ორიენტირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: vacancygwl@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "გრინვეი ლოგისტიკი" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "გრინწეი ლოგისტიკი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.
შპს "გრინვეი ლოგისტიკი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|