Робота для біженців з України
მიქსოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიქსოლოგი
მომწოდებელი: Bellhop
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
2025 წლის გაზაფხულზე ნინოშვილის ქუჩაზე ახალი სასტუმრო "Bellhop" და რესტორანი Brod გაიხსნა. პროექტს ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, Wilbour Holding ახორციელებს.

ჰოლდინგმა აქამდე განხორცილებული სხვა პროექტების ფარგლებში საქართველოში ისეთი ბრენდები შემოიყვანა, როგორიცაა IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), Messy Weekend (დანიური სათვალეების ბრენდი), კონცეპტუალური მაღაზია GIGGLES Concept Store და სხვა.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს, მიქსოლოგის პოზიციაზე.

ჩვენს გუნდში შემოერთებით შეძლებთ ჯანსაღ სამუშაო გარემოში მუშაობას, საუკეთესო გამოცდილების მქონე პროფესიონალების გაცნობას, დასავლური სტანდარტების შესწავლას და გექნებათ შესაძლებლობა, პერსპექტიულად განავითაროთ თქვენი კარიერა. ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
თვიური ანაზღაურება: 1200 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების მომსახურება ობიექტზე დადგენილი სტანდარტებით
** ბარის მენიუს ცოდნა შემადგნელობისა და ალერგენების გათვალისწინებით
** სტუმრების გამასპინძლება, შეკვეთების მიღება, ხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფა
** ბარის შეკვეთის შეყვანა და კონტროლი შესაბამის პროგრამაში/სისტემაში
** ბარის სივრცის მომზადება სტუმრისთვის, სერვირება, მოწესრიგება
** ბარის შიდა სივრცის მოწესრიგება და მონიტორინგი, ინვენტარის სწორად გამოყენების უზრუნველყოფა
** ბარისთვის საჭირო შესყიდვების პროცესში ჩართულობა, ინიციატივების წარდგენა
** ბარის სამუშაო ზედაპირებისა და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა HACCP სტანდარტების შესაბამისად
** ბარის ინვენტარიზაციისა და ხარჯთაღრიცხვის საკითხებში ჩართულობა
** სტუმართა ინფორმირება ბარის სპეციალური შეთავაზებების შესახებ
** სტუმრებთან ანგარიშსწორების და მსგავსი პროცედურების მართვა
** ეფექტური და დროული კომუნიკაციის დამყარება უშუალო ხელმძღვანელთან და გუნდის წევრებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა
** პასუხისმგებლიანობა
** გუნდური მუშაობის უნარები
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები
** უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება სასტუმრო/სარესტორნო/ბარის სფეროში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე