დასახელება:
ოფისის კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
LPP Georgia
|
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
|
ჩვენ ვართ LPP — პოლონური კომპანია, რომელიც 1991 წლიდან ეხმარება მომხმარებელს გამოხატოს საკუთარი ემოციები და აისრულოს ოცნებები საკუთარი გარეგნობისა და თვითშეგრძნების მეშვეობით. ჩვენ გლობალურად ვართ აღიარებული ჩვენი ხუთი ბრენდით: Reserved, Cropp, House, Mohito და Sinsay.
კომპანია "LPP Georgia" აცხადებს ვაკანსიას ოფისის კოორდინატორის პოზიციაზე.
ოფისის კოორდინატორი უზრუნველყოფს ოფისის ყოველდღიური შეუფერხებელ მუშაობას და მხარდაჭერას უწევს ყველა დეპარტამენტს ეფექტური ორგანიზებითა და კომუნიკაციით.
პოზიციის ძირითადი მოვალეობები:
** ოფისის ყოველდღიური ოპერაციების კოორდინაცია და უწყვეტი სამუშაო პროცესის უზრუნველყოფა;
** კორესპონდენციის, კურიერული და საფოსტო სერვისების მართვა;
** შეხვედრების, ვიზიტებისა და შიდა ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** მივლინებების პროცესში მონაწილეობა (ვიზის მხარდაჭერა, განთავსება, მგზავრობა, დაზღვევა);
** შიდა განცხადებებისა და ინფორმაციის თანამშრომლებისთვის მიწოდება;
** საოფისე ინვენტარის, წყლისა და სხვა საჭირო ნივთების მარაგის მართვა;
** დასუფთავებისა და ტექნიკური სერვისების მუშაობის კონტროლი;
** ადმინისტრაციული ხარჯების აღრიცხვა და საჭიროების შემთხვევაში ანგარიშგება;
** დოკუმენტაციის აღრიცხვა, არქივაცია და კონტროლი;
** სტუმრების მიღება და საწყისი დახმარების გაწევა;
** სათაო ოფისიდან მიღებული შიდა პროცედურებისა და მასალების ქრთულ ენაზდე თარგმნა;
** ადმინისტრაციული მხარდაჭერა HR, ფინანსებისა და მარკეტინგის გუნდებისთვის;
** კორპორატიული ღონისძიებებისა და გუნდური აქტივობების კოორდინაცია;
** კორპორატიული ტაქსის გამოყენების მონიტორინგი და კონტროლი;
** კომპანიის ავტომობილებისთვის საწვავის შეძენისა და მოხმარების აღრიცხვა;
** კომუნიკაციის მართვა მობილური ოპერატორის კომპანიასთან;
** სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება მენეჯმენტის მითითებით.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** დავალებული ამოცანების ზუსტ და დროულ შესრულებაზე;
** შიდა წესების, პროცედურებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე;
** კომპანიისა და თანამშრომლების ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე;
** კომპანიის ქონების მიზნობრივ და სათანადო გამოყენებაზე;
** პროფესიონალურ კომუნიკაციასა და ქცევაზე, რომელიც შეესაბამება კომპანიის ღირებულებებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ოფისის ადმინისტრირების და კოორდინაციის პრინციპები;
** შიდა და გარე კორესპონდენციის მართვა;
** ბიზნეს კომუნიკაციის ეტიკეტი;
** სამუშაო გარემოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტები;
** თანამედროვე საოფისე ტექნიკისა და პროგრამების გამოყენება (MS Office, Tasker);
** ბიუჯეტირების და ხარჯების აღრიცხვის საბაზისო პრინციპები;
** ინგლისური ენის სრულფასოვანი ცოდნა სავალდებულოა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მ. ასათიანის 10;
სამუშაო განრიგი: სრული, 09:00-18:00, კვირაში 5 სამუშაო დღე
რას გთავაზობთ:
LPP Georgia-ში ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი FAST ღირებულებების შესაბამისად - Fire-Fuelled (გულანთებული), Ambition-Driven (ამბიციებით მამოძრავებელი), Success-Focused (წარმატებაზე ორიენტირებული), Trust-Based (ნდობაზე დაფუძნებული), ამიტომაც ვქმნით გარემოს, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ ვითარდებოდნენ, მიაღწიონ წარმატებასა და სიამოვნებით იმუშაონ.
** შთამაგონებელ და პოზიტიურ სამუშაო გარემოს;
** ინიციატივისა და აქტიურობის აღიარებასა და დაფასებას;
** ტრენინგების, ვორქშოპებისა და საერთაშორისო სწავლის შესაძლებლობებს;
** კარიერული განვითარებას LPP-ის საერთაშორისო სტრუქტურაში;
** კონკურენტული ხელფასს და შედეგებზე ორიენტირებულ წლიურ ბონუსებს;
** თანამშრომელთა ფასდაკლების პროგრამა LPP-ის ყველა ბრენდზე (Reserved, Cropp, House, Mohito, Sinsay);
** ღია და პატივისცემაზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ კულტურას;
LPP Georgia-ში ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებია ჩვენი წარმატების მთავარი წყარო. ჩვენს გუნდში გაწევრიანებით თქვენ ხდებით საერთაშორისო მოდის კომპანიის ნაწილი, რომელიც აფასებს განვითარებას, პატივისცემასა და გუნდურ მუშაობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lpp.hr.georgia@gmail.com და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://www.lpp.com/en/
შპს "ელ ფი ფი საქართველო"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს "ელ ფი ფი საქართველო" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს კანდიდატის შერჩევის პროცესისთვის აუცილებელი პერსონალური მონაცემები.
ანიჭებთ შპს "ელ ფი ფი საქართველო"-ს უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მოპოვებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, მომავალში თქვენი კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების ან/და საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მიზნით.
დამატებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/ გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
დასაქმებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში და ერთწლიანი ვადის გასვლისთანავე, შპს "ელ ფი ფი საქართველო" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს (CV) და კომპანიაში დაცულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
|
|
|
|