Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ADCorp
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი
კომპანია "ADCorp", უძრავი ქონების სააგენტოა საქართველოში, რომელიც მხოლოდ პრემიუმ კლასის უძრავ ქონებას ყიდის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

"ADCorp "- ი ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

** მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** სატელეფონო ზარების განხორციელება გაყიდვის მიზნით;
** პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა;
** მომხმარებლებისთვის პრეზენტაციების ორგანიზება;
** პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
** მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
** გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ჩვენ კი გთავაზობთ:

** პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს;
** საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
** ანაზღაურება როგორც ფიქსირებული ასევე პროცენტი, შეთანხმებით.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია
გამოაგზავნო მითითებულ ელფოსტაზე hr.adcorp1@gmail.com 2025 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე