Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=674003&print=yes&view=jobs
 
ჰიპერმარკეტის მაღაზიის მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰიპერმარკეტის მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ქუთაისში - ჰიპერმარკეტის მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** კომპანიის გაყიდვების კონცეფციის დანერგვა მაღაზიაში;
** მაღაზიის გეგმის, ბიუჯეტის და სტრატეგიული მიზნების შესრულების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების მუდმივი მონიტორინგი და შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** თანამშრომელთა ზრდა-განვითარებაზე ზრუნვა, მათი ჩართულობის ხელშეწყობა და მოტივაცია;
** თანამშრომელთა სამუშაო დროის და შესრულებული სამუშაოს შეფასება;
** მაღაზიაში პროდუქციის სწორად განლაგების მონიტორინგი და სარეკლამო იმიჯის გაზრდა;
** ფასების, პროდუქციის ხარისხის და მომსახურების დონის კონტროლი;
** მაღაზიის ოპერირების ხარისხობრივი და რაოდენობრივი ანალიზი;
** მომგებიანობისა და გაყიდვების ბრუნვის გაზრდა;
** განყოფილებებს შორის კვლევების წარმოება კომერციული ეფექტურობის გასაზრდელად;
** მომწოდებლებთან რეგულარული თანამშრომლობა;
** მაღაზიაში ჰიგიენის სტანდარტების და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი;
** აქტიური რეპორტინგი კომპანიის საოპერაციო მენეჯმენტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** რითეილ სფეროში მუშაობის 5+ წლიანი გამოცდილება (მათ შორის 2+ წლიანი მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** დროის მენეჯმენტი;
** კრიტიკული აზროვნება;
** კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გუნდის მართვა;
** მომხმარებელთა მომსახურებაზე ორიენტაცია;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** შედეგებზე ორიენტაცია, ორგანიზებულობა;
** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტული ანაზღაურება;
** კვარტალური ბონუსი;
** 10% ფასდაკლება ნებისმიერ შენაძენზე კარფურში;
** 20% ფასდაკლება კვებაზე;
** უპროცენტო შიდა განვადება ტექნიკაზე;
** ჯანმრთელობის საოჯახო დაზღვევა;
** სწრაფი განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობა.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@maf.ae.

წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ჰიპერმარკეტის მაღაზიის მენეჯერი - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას" მიერ (ს/ნ.: 404923749; იურ. მის.: ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია) მათ შორის, უფლებამოსილი პირის (შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს"; 240254; მის.: საფოსტო ყუთი 22797, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები) მეშვეობით, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: recruitment-geo@mafcarrefour.com; ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე. შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია