დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
Othniel Legal
|
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
|
Othniel-ის დინამიური და სწრაფად მზარდი გუნდი სამუშაოდ გიწვევთ იურისტის პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების 3, სასტუმრო გრანდ ბელაჯიო.
სამუშაო გრაფიკი: სრული - კვირაში 5 დღე
ხელფასი: 1500-2000 ლარი. ანაზღაურება დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე.
თუ თქვენ არ იმყოფებით ქალაქ ბათუმში, ოთნიელი გიქირავებთ აპარტამენტს შრომითი ხელშეკრულების ვადაში
დისტანციურად მუშაობა არ განიხილება
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული ყველა სახის იურიდიული დოკუმენტაციის აღრიცხვა, მოწესრიგება;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
** თანამშრომლებთან ხელშეკრულებების გაფორმება, შენახვა/განახლება.
** კონსულტაციების ჩატარება: უძრავ ქონებაზე, საემიგრაციო პოლიტიკაზე, საბანკო ანგარიშების გახსნა მინდობილობის მეშვეობით
** სხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
** საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა, სასურველია ზოგად დონეზე სისხლის სამართლის ცოდნაც.
** ადვოკატის ლიცენზია სავალდებულო არ არის;
** სამუშაო გამოცდილება 1-2 წელი, სასურველია უძრავი ქონების სექტორში;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ძალიან კარგად ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@othniel.ge
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|