Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=673989&print=yes&view=jobs
 
მოლარე-ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: იდეალი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
სავაჭრო ცენტრი "იდეალი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ბათუმში.

კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 1400 ლარი (ხელზე ასაღები, ხელფასი + ბონუსი სისტემით.), პლიუს ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა.
** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ლეონიძის ქუჩა N7 სავაჭრო ცენტრი "იდეალი".
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.

სამსახურებრივი მოვალეობა: სალაროს ოპერაციების და საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება (დღგ-ს ანგარიშფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების ატვირთვა RS.GE- ზე, საგამოფენო დარბაზში ფასების ცვლილება და ა.შ).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: უმაღლესი განათლება, კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა, ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი, კომუნიკაბელურობა.

სტაჟირების ვადა: 2 კვირიდან 4 კვირამდე, ანაზღაურება - თვეში 700 ლარი.

რეზიუმე სავალდებულოა ქართულ ენაზე.

ელფოსტა: batumivacancy@demasi.ge
ვებგვერდი: www.demasi.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია