დასახელება:
დამხვედრ-გამცილებელი
|
მომწოდებელი:
Georgia Destination Management
|
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
|
სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აცხადებს სეზონურ ვაკანსიას დამხვედრ-გამცილებლის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში.
კომპანია 2010 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე, დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით და პარტნიორები ჰყავს "გალფი"-სა და "დსთ"-ის ქვეყნებში. მუშაობს B2B მიმართულებით და ასევე, საქართველოს სტუმრებს სთავაზობს ქვეყნის შიდა ტურებს. "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აერთიანებს ორასამდე თანამშრომელს და პოზიციონირებს, როგორც ქალაქ თბილისში, ასევე ბათუმში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** აეროპორტში სტუმრების დახვედრა-გაცილება;
** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ტურების შეთავაზება/ გაყიდვა
** სტუმრების სასტუმროში განთავსება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:
** აუცილებელია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელური;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაო საათები: 8 საათიანი გრაფიკი, სამუშაო დღეები დამოკიდებულია ავია რეისებზე (დღე/ღამე)
დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე;
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@GDM.GE აუცილებელი მოთხოვნაა სათაურში ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|