დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება
|
მომწოდებელი:
საადვოკატო ბიურო
|
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
|
საადვოკატო ბიურო აცხადებს ვაკანსიას ანაზღაურებად სტაჟირებაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო დრო: შეთანხმებით
ვაკანსიის განთავსების ვადა: 14 დღე
ძირითადი მოვალეობები:
** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა/მონაწილეობის მიღება;
** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია/მონაწილეობის მიღება;
** ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმისწარმოება/მონაწილეობის მიღება;
** გაფრთხილების წერილების მომზადება და გაგზავნა;
** სარჩელების/შესაგებლების/საჩივრების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; მათი სასამართლოში/მხარესთან გაგზავნის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას (საგარანტიო წერილების, ცნობების, განცხადებების, მორიგებების და ა.შ);
** სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მიღება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა უმაღლესი იურიდიული განათლება. (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით).
** სავალდებულოა იურისტად/ადვოკატად მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი);
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საჯარო რეესტრის, მერიის, ქონების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ადვოკატის ლიცენზია სამოქალაქო ან საერთო მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawyers@lexgeorgia.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|