Робота для біженців з України
ანაზღ. სტაჟირება აუდიტის და მარწმუნებელი მომს. მიმართულებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღ. სტაჟირება აუდიტის და მარწმუნებელი მომს. მიმართულებაში
მომწოდებელი: ბიდიო ჯორჯია
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი
კომპანია "BDO Georgia" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას აუდიტის და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულებაში

"BDO Georgia" არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 166 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, "BDO Georgia"-ს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

აუდიტის და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულება კლიენტებს სთავაზობს მაღალპროფესიულ მომსახურებას, რომელიც ეფუძნება ინდუსტრიის სიღრმისეულ ცოდნასა და გლობალურ ექსპერტიზას. ჩვენი მიზანია კლიენტებს მივაწოდოთ სანდო ანალიზი და ხედვა, რათა უკეთ მართონ ბიზნეს პროცესები სწრაფად ცვალებად ეკონომიკურ და რეგულაციურ გარემოში.

იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ბმულზე: ანაზღაურებადი სტაჟირება აუდიტის და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულებაში

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 26.10.2025
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე