დასახელება:
ატრაქციონების ოპერატორი
|
მომწოდებელი:
გასართობი ცენტრი რია-რია - გალერია თბილისი
|
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
|
გალერია თბილისში განთავსებული ბავშვთა გასართობი ცენტრი "რია-რია" აცხადებს ვაკანსიას ატრაქციონების ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** ბავშვთა გასართობი ცენტრის ვიზიტორებისათვის შეუფერხებელი და ეფექტური მომსახურების გაწევა;
** არსებული ტარიფების, პაკეტების, მომსახურების, გასართობი საშუალებების, აგრეთვე ატრაქციონზე ასაკთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** ატრაქციონების ჩართვა და გამორთვა;
** ატრაქციონებზე ვიზიტორთა შეშვება და გამოშვება;
** ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** პასუხისმგებელია დროულად გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე და დაიცვას შინაგანაწესი
** პასუხისმგებელია სამუშაო ადგილზე დაიცვას შრომის უსაფრთხოების წესები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** აკადემიური განათლება (დასაშვებია სტუდენტიც);
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია ინგლისური ენი სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი განახლებული CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე info@riaria.ge 2025 წლის 30 ოქტომბრამდე.
გთხოვთ, მეილის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენ მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|