Робота для біженців з України
ოპერატორი/დამხმარე პერსონალი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი/დამხმარე პერსონალი
მომწოდებელი: VR Arena
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
საქართველოში ყველაზე დიდი ვირტუალური რეალობის გასართობი სივრცე — "VR ARENA" — ეძებს ენერგიულ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს გუნდის გასაძლიერებლად!

პოზიცია: ოპერატორი/დამხმარე პერსონალი

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში (შეთანხმებით)
ანაზღაურება: კონკურენტული + ბონუსები აქტიურობის მიხედვით

რას გააკეთებ:

** მიიღებ შემოსულ ზარებს და გააკეთებ ჯავშნებს კომპიუტერში
** დაეხმარები სტუმრებს VR ჩაფხუტების გამოყენებაში
** გაუშვებ თამაშებს და დაეხმარები მონაწილეებს თამაშის პროცესში
** იზრუნებ მომხმარებლის კომფორტსა და პოზიტიურ გამოცდილებაზე

საჭირო უნარები:

** ელემენტარული კომპიუტერული ცოდნა
** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ენერგიულობა და სურვილი, იმუშაო გასართობ გარემოში
** ინგლისურის ან რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

თუ გიყვარს ტექნოლოგიები, თამაშები და ადამიანებთან ურთიერთობა — ეს ადგილი შენთვისაა!

გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ან მოკლე ინფორმაცია შენ შესახებ: info@vrarena.ge

გახდი VR ARENA-ს გუნდის ნაწილი და იმუშავე იქ, სადაც სხვა ადამიანები მოდიან სასიამოვნოდ გასატარებლად!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე