დასახელება:
მიმტანი, მზარეული, დაცვა, დამლაგებელი/ჭურჭლის მრეცხავი
|
მომწოდებელი:
Plus One
|
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
|
კომპანია "Plus One" - თანამედროვე სივრცეა, რომელიც აერთიანებს კაფეს, ბარს და მუსიკალურ სცენას. ჩვენი მიზანია შევქმნათ კომფორტული და ინოვაციური ადგილი, სადაც სტუმრებს დახვდებათ ხარისხიანი მომსახურება, საინტერესო ღონისძიებები და მეგობრული ატმოსფერო.
"Plus One"-ში ვაფასებთ გუნდურობას, პროფესიონალიზმსა და განვითარებაზე მუდმივ ფოკუსს. სწორედ ამიტომ ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გახდნენ ჩვენი ოჯახის ნაწილი და ერთად შევქმნათ განსაკუთრებული გამოცდილება ჩვენი სტუმრებისთვის.
1) მიმტანი
ვეძებთ კომუნიკაბელურ და ენერგიულ მიმტანს, რომელიც იზრუნებს სტუმრების კომფორტსა და ხარისხიან მომსახურებაზე.
მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა და მომსახურება
** შეკვეთების მიღება და დროული მიტანა
** მენიუს ცოდნა და სტუმრებისთვის რეკომენდაციების მიცემა
** სამუშაო ადგილის მოწესრიგება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა და პოზიტიური დამოკიდებულება
** გუნდში მუშაობის უნარი
** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს
** მეგობრულ და ახალგაზრდულ გარემოს
** განვითარების შესაძლებლობას
სამუშაოს აღწერილობა:
** სამუშაო დღე: კვირაში 5 დღე, 2 დღე დასვენება
** დღეში 8 სთ სამუშაო, დილის 10-დან 6-მდე ან 5-დან 1-მდე (ღამის მგზავრობას ანაზღაურებს კომპანია)
** თვიურად 800 ლარი ხელფასი
2) მზარეული (ცივი და ცხელი სამზარეულო)
ვეძებთ გამოცდილ მზარეულს ცივი და ცხელი სამზარეულოს მიმართულებით, რომელიც იზრუნებს მაღალი ხარისხის კერძების მომზადებაზე.
მოვალეობები:
** კერძების მომზადება რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით
** პროდუქციის ხარისხისა და სისუფთავის კონტროლი
** სამზარეულოს სანიტარული წესების დაცვა
** გუნდთან ეფექტური მუშაობა
** ახალი კერძების შემოთავაზება და შემოქმედებითი იდეები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სისუფთავის და სანიტარული სტანდარტების დაცვა
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს
** მეგობრულ გუნდს
სამუშაოს აღწერილობა:
** სამუშაო დღე: კვირაში 5 დღე, 2 დღე დასვენება
** დღეში 8 სთ სამუშაო, დილის 9-დან 5-მდე ან 4-დან 12-მდე (ღამის მგზავრობას ანაზღაურებს კომპანია)
** თვიურად 1100 ლარი ხელფასი
3) დაცვა
ვეძებთ პასუხისმგებელ და ენერგიულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და წესრიგს დაწესებულებაში.
მოვალეობები:
** სტუმრების შესვლისა და გადაადგილების კონტროლი
** კონფლიქტური სიტუაციების პრევენცია და მოგვარება
** ფეის კონტროლთან და ადმინისტრაციასთან კოორდინაცია
** საგანგებო სიტუაციებზე დროული რეაგირება
** უსაფრთხოების წესების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინ. 1 წელი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** სტაბილურ ანაზღაურებას
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
სამუშაოს აღწერილობა:
** სამუშაო დღე: კვირაში ყოველი მეორე დღე
** დღეში 12 სთ სამუშაო, შუადღის 1-დან 1-მდე (ღამის მგზავრობას ანაზღაურებს კომპანია)
** თვიურად 1000 ლარი ხელფასი
4) დამლაგებელი/ჭურჭლის მრეცხავი
ვეძებთ გუნდურ და შრომისმოყვარე თანამშრომელს, რომელიც იზრუნებს სივრცის სისუფთავესა და წესრიგზე.
მოვალეობები:
** საერთო სივრცის ყოველდღიური დასუფთავება
** ჭურჭლის გარეცხვა და სამზარეულოს სისუფთავის უზრუნველყოფა
** სანიტარულ ნორმებზე ზედამხედველობა
** საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სისუფთავის სტანდარტების დაცვა
** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს
** მეგობრულ გუნდს
** დროულ ანაზღაურებას
სამუშაოს აღწერილობა:
** სამუშაო დღე: კვირაში 5 დღე, 2 დღე დასვენება
** დღეში 8 სთ სამუშაო, დილის 9-დან 5-მდე ან 5-დან 1-მდე (ღამის მგზავრობას ანაზღაურებს კომპანია)
** თვიურად 1000 ლარი ხელფასი
თუ ფიქრობთ, რომ შეესაბამებით ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ თანამედროვე და შემოქმედებითი გუნდის ნაწილი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: plusonetbs@gmail.com (საგანში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდით ნომერზე 592256111
|
|
|
|