დასახელება:
კვლევა-ვორქშოფი მცირე/საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის
|
მომწოდებელი:
ჰერა XXI
|
გამოქვეყნდა: 11 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
|
მონაწილეობითი კვლევა-ვორქშოფი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის
ორგანიზაციული უსაფრთხოება, თანამშრომელთა კეთილდღეობა და კორპორატიული პასუხისმგებლობა დღევანდელ ბიზნეს გარემოში კომპანიის წარმატების აუცილებელი პირობაა.
ვორქშოფი სპეციალურად განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც სურთ თავიანთ ორგანიზაციაში შექმნან დაცული, სამართლიანი და გამჭვირვალე სამუშაო გარემო.
ასოციაცია "HERA XXI" გიწვევთ, მონაწილეობა მიიღოთ ვორქშოფში, რომლის მიზანია:
** სამიზნე ჯგუფების (ბიზნესის, HR-ის, შრომის უსაფრთხოების ოფიცრების) გამოცდილების, შეხედულებებისა და საჭიროებების ანალიზი
** თემატური მიმართულებების ერთობლივი განსაზღვრა
** სწავლებაზე დაფუძნებული მიდგომის ჩამოყალიბება - რეალური პრობლემებიდან გამომდინარე მონაწილეების საჭიროებების გამოვლენა და ინსტრუმენტების იდენტიფიცირება, რომლებიც დაეხმარებათ:
** უსაფრთხოების და თანამშრომელთა კეთილდღეობის კულტურის შექმნაში,
** რისკების დროულად იდენტიფიცირებასა და მართვაში,
** თანამშრომელთა დაცულობის და სამართლიანი ურთიერთობების უზრუნველყოფაში,
** კორპორატიული პასუხისმგებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში.
** ორგანიზაციების მიმართ ლოიალური დამოკიდებულების დასახვაში.
** კომუნიკაციის გაუმჯობესებაში ორგანიზაციულ სტრუქტურებს/მმართველ რგოლებს შორის.
ვორქშოფის მთავარი სამსჯელო თემები:
** უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება მცირე ბიზნესში
** თანამშრომელთა კეთილდღეობის რეალური საჭიროებების შეფასება: კონკრეტული ქეისების იდენტიფიცირება
** შიდა და გარე რისკების პრევენციის მარტივი მექანიზმები
** ინციდენტებზე რეაგირება და ანგარიშვალდებულების სტრუქტურები
** "Safeguarding"-ის პრინციპების დანერგვა ყოველდღიურ საქმიანობაში
ვორქშოფში მონაწილეობა შეუძლიათ:
** მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს
** HR მენეჯერებს
** შრომის უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის ოფიცრებს
** ყველას, ვისაც სურს ხელი შეუწყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და ღირსეულ სამუშაო გარემოს
გადადით რეგისტრაციისთვის წინამდებარე კითხვარზე: https://forms.gle/AmNQkiMAcenvo9616
სარეგისტრაციო ფორმა ღიაა 2025 წლის 18 ოქტომბრამდე.
|
|
|
|