დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ფიტრუმი
|
გამოქვეყნდა: 11 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 11 ნოემბერი
|
სავარჯიშო სამოსის მაღაზია "ფიტრუმი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
"ფიტრუმი" ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან მოღვაწეობს. იგი აერთიანებს ქალის სავარჯიშო სამოსისა და აქსესუარების მრავალფეროვან კოლექციას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება
** საწყობის ნაშთის კონტროლი
** მომხმარებელთა კონსულტაცია
** შოურუმის წესრიგის კონტროლი (საკიდები, სამოსის შემოწმება)
** პროდუქციის მიღება-მითვლა დადგენილი წესების შესაბამისად
** ონლაინ შემოსული შეკვეთების მომზადება
** პროდუქტების მახასიათებლების ცოდნა
პირობები:
** Სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით მეორე კონსულტანტთან, (2/2, 3/3, 5/2) ან ნახევარ დღიან განაკვეთზე. ფილიალის სამუშაო საათები: 10:00-20:00
** ლოკაცია: თბილისი, მეტრო დელისთან ახლოს (5-7 წუთი ფეხით)
მოთხოვნები:
** სასურველია მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალობა
** სასურველია, კანდიდატი ფლობდეს ინგლისურ ენას
** სასურველია, თუ კანდიდატს ექნება პრაქტიკული გამოცდილება ოპტიმო ან რომელიმე სხვა სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობაში
ბენეფიტები:
** მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო
** მუდმივად მზარდი საბონუსე სისტემა
** მოქნილი გრაფიკი
** შიდა ფასდაკლება თანამშრომლებისთვის
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) pdf ფორმატში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე:
contact@fitroom.ge და სათაურის ველში მიუთითოთ მოლარე-კონსულტანტის ვაკანსია.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
|
|
|
|