Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=673830&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრაციული სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული სპეციალისტი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.

კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული სპეციალისტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო დაწესებულების სამუშაო პროცესების ადმინისტრაციული კუთხით მხარდაჭერა;
** არასამედიცინო მარაგების ხარჯვის კონტროლი და დადგენილ ვადებში შეკვეთა;
** კლინიკაში ახალი თანამშრომლის შერჩევის პროცესის ინიცირება. კანდიდატების რეზიუმეების დაარქივება;
** ახალი თანამშრომლის დანიშვნისთვის, წინასწარ განსაზღვრული, აუცილებელი დოკუმენტაციის შეგროვება, შრომით ხელშეკრულების გაფორმება, სათავო ოფისისთვის ელექტრონული სახით მიწოდება, შესაბამის პროგრამაში ატვირთვა და მატერიალური სახით დაარქივება;
** ახალი თანამშრომლისათვის პროგრამული და ტექნიკური აღჭურვილობის მოთხოვნის. შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა;
** თანამშრომლების სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის პროცესის მართვა, თანამშრომლის ცნობის გაცემა, შვებულებების/საავადმყოფო ფურცლების აღრიცხვა;
** ჯანდაცვის პორტალზე, კლინიკის პასპორტიზაციისთვის, თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის განახლება;
** ყოველწლიურად, თანამშრომლებისთვის დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; დაზღვევაში ჩართვის მსურველების შესახებ, სათავო ოფისის ინფორმირება;
** საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ტიპის ტრენინგებისა და შეხვედრების ორგანიზება;
** მთავარი მენეჯერის დასტურის საფუძველზე, ექიმების ბუქინგების კონტროლი, მათ შორის, ჩახურვა, გახსნა, კორექცია;
** სამედიცინო დოკუმენტების დაარქივება, მათ შორის, ბიულეტენების, ლიცენზიების, ბრძანებების;

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია ოფის მენეჯერის/ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

ჩვენთან შენ მიიღებ:

ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.

ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:

** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა "ნიუ დენტში"
** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.

ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ოქტომბერი, 2025

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/administraciuli-specialisti/767

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია