დასახელება:
ფრონტ-მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ICity
|
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
|
კომპანია "აისითი" 11 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს საქართველოში, სპეციალიზდება Apple, Dyson, B&O, PlayStation, Xiaomi-ის და სხვა ცნობილი ბრენდების მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მათი აქსესუარების შეთავაზებაზე, ასევე გთავაზობთ პირველი კლასის სერვისს.
ვის ვეძებთ:
ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებლობიან ფრონტ-მენეჯერს ბათუმის ფილიალისთვის, რომელიც ორიენტირებული იქნება:
** ფილიალში პროდუქციის შეთავაზების გაზრდაზე;
** მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კონტროლზე;
** ფილიალის პერსონალის კოორდინაციაზე მაღალი დონის სერვისის უზრუნველსაყოფად;
** ფრონტ-პროცესების ზოგად მართვაზე (მომხმარებლებთან მუშაობა, პროდუქციის პრეზენტაცია, კომპანიის სტანდარტების დაცვა).
მოვალეობები:
** მომხმარებლებთან აქტიური ურთიერთობა, კონსულტაცია და პროდუქციის არჩევაში დახმარება;
** ფილიალის პერსონალის მუშაობის კონტროლი მომხმარებელთა მაღალი დონის მომსახურების უზრუნველსაყოფად;
** პროდუქციის შეთავაზების სტიმულირება და ფილიალის ბრუნვის გეგმების შესრულება;
** სავაჭრო დარბაზში სისუფთავისა და კომპანიის სტანდარტების დაცვა;
** ფილიალის ბექ-მენეჯერთან თანამშრომლობა უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად.
მოთხოვნები:
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის საკმარის დონეზე;
** სასურველია გამოცდილება პროდუქციის შეთავაზების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში, სასურველია მსგავს სფეროში (ელექტრონიკა, ტექნიკა, აქსესუარები);
უნარ-ჩვევები:
** შედეგებზე ორიენტირებულობა, ლიდერული თვისებები, გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა, ინიციატივა, მომხმარებელზე ორიენტირებულობა.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლები 10:00-დან 19:00-მდე ან 13:00-დან 22:00-მდე (ტრაფიკის მიხედვით);
** ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი (ფილიალის ბრუნვის პროცენტი);
** კორპორატიული დაზღვევა;
** მუშაობა მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა დინამიურად განვითარებად კომპანიაში;
** სამუშაო თანამედროვე სავაჭრო ცენტრში Grand Mall.
შემოგვიერთდით iCity-ში და გახდით ჩვენი გუნდის ნაწილი, რომელიც ქმნის საუკეთესო მომხმარებლის გამოცდილებას!
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|