დასახელება:
სერვისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ყავის ლაბორატორია
|
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
|
"Coffee LAB * ყავის ლაბორატორია" პირველი ქართული კომპანია არის საქართველოში, რომელმაც 2016 წლიდან Specialty ყავის წარმოება დაიწყო და დღეს უკვე წელიწადში 40 ტონაზე მეტი მწვანე მარცვალი შემოაქვს ქვეყანაში და ადგილზე ხალავს, როგორც საცალო ისე B2B ბიზნესისთვის.
კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი.
ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულებით სხვადასხვა კონცეფციის 6 ფილიალს, სადაც წარმოდგენილია როგორც ბარის მენიუ, ისე სამზარეულოს და ბეიქერის მენიუ, ასევე მსოფლიოში წამყვანი ყავის ტექნიკა და აქსესუარები. საცალო მიმართულებით წელიწადში 400 000-მდე სერვისს უზრუნველყოფს.
B2B მიმართულებით 300-ზე მეტ პარტნიორისთვის კომპანია უზრუნველყოფს საუკეთესო ყავის მარცვალს, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ყავის ტექნიკას, ტრენინგს და სერვისს. ყავის ლაბორატორიის B2B მიმართულება აერთიანებს, როგორც წამყვანი კაფე-ბარების და რესტორნების მიმართულებას ისე კორპორატიულ სექტორს."
კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: სერვის მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები:
** დანერგოს სერვისის გუნდთან ფილიალის მომსახურების სტანდარტები;
** უზრუნველყოს სერვისის თანამშრომლების სამუშაო ცხრილების შექმნა;
** უზრუნველყოს ყველა ახალი თანამშრომლისთვის ადაპტაციის პერიოდი, გუნდთან დროული და სწორი ინტეგრაცია, ტრენინგი და გააცნოს ყველა საჭირო ინფორმაცია;
** იზრუნოს სერვისის მუდმივ განვითარებასა და გაუმჯობესებაზე;
** ფილიალის ფუნქციონირებისთვის საჭირო მარაგების დროული მობილიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
საჭირო უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრატეგიული აზროვნება.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
** კვებას;
** დაზღვევას;
** კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 8 საათი.
** ანაზღაურება: 1100-1300 ლარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@coffeelab.ge. ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს " ყავის ლაბორატორია" -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
|
|
|
|