დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ვაკის საცურაო აუზი
|
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
|
"ვაკის საცურაო აუზი" საქართველოში ყველაზე დიდი და კეთილმოწყობილი საცურაო აუზი, ორი სატრენაჟორო დარბაზით, 2004 წლიდან მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ფიტნესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სფეროში.
ვაკანსიის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 49ბ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ვაკის საცურაო აუზის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
** მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა;
** ბაზრის მარკეტინგული კვლევა/ანალიზი და ფასების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
** გაყიდვების ანალიზი და ანგარიშების წარდგენა;
** გაყიდვების გაზრდაზე მიმართული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** სოციალური მედია მარკეტინგის კოორდინირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B2 დონეზე);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Excel, Word, Power Point)
პიროვნული უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** კრეატიული აზროვნება;
** პროექტების მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
თანამშრომლებს ვთავაზობთ:
** კეთილგანწყობილ და გუნდურ გარემოს;
** აუზით უფასოდ სარგებლობას.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV): hr@vsp.ge
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
|
|
|
|