Робота для біженців з України
არაფორმალური განათლების კოორდინატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არაფორმალური განათლების კოორდინატორი
მომწოდებელი: ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
შპს "ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: არაფორმალური განათლების კოორდინატორი.

ძირითადი მოვალეობები:

1 ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს შემდეგს:

** ადგენს კლუბების ცხრილებს, განსაზღვრავს ლოკაციებს, ავრცელებს ჯგუფების სიებს და ინფორმაციას აცნობს მრჩევლებს;
** უზრუნველყოფს საჭირო ინვენტარსა და ლოჯისტიკას თითოეული წრის მუშაობისათვის, აკონტროლებს კლასების სისუფთავეს;
** ამოწმებს მოსწავლეთა დასწრებას და ინფორმაციას გადასცემს მრჩეველებს;
** აწარმოებს კლუბების აღრიცხვის ჟურნალს, ასახავს ჩატარებულ საათებს, ახდენს მასწავლებელთა ჩანაცვლებას;
** მუშაობს აკადემიურ საბჭოსთან, რათა განსაზღვროს მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული წრეები და ღონისძიებები, გეგმავს მათ, უზრუნველყოფს დარიგებასა და ზედამხედველობას;
** უზრუნველყოფს წრეების მიზნობრიობას და ასახავს მათ მიერ მიღწეულ შედეგებს;
** პასუხისმგებელია მოსწავლეთა წარმატებებისა და მიღწევების ანგარიშზე.

2. ეხმარება მასწავლებლებს ღონისძიებათა დაგეგმვა-განხორციელებაში:

** სპორტული ღონისძიებები - მუშაობს სპორტის მასწავლებლებთან მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების და შეჯიბრებში მონაწილეობისათვის დაგეგმილ ღონისძიებებში;
** კოორდინირებს საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერთან სკოლის ღონისძიებათა კალენდრის დაგეგმვა-განხორციელების საკითხებში.

3. დირექტორისა და უშუალო ხელმძღვანელის ზედამხედველობით ჩართულია მოსწავლეთა ცხოვრების, მათთვის დაგეგმილი დამატებით ღობისძიებათა და მომსახურებათა ხედვის ჩამოყალიბება, განვითარებაში:

** ჩართულია სკოლის სივრცეში ჩატარებული სხვადასხვა სახის საზაფხულო სკოლებისა და ბანაკების განხორციელებაში;
** ჩართულია სკოლის მოსწავლეების სხვადასხვა საზაფხულო, გაცვლითი და საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის ორგანიზებასა და განხორციელებაში.

4. ასრულებს დირექტორისა და უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Excel-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კრეატიულობა და ინიციატივა;
** გუნდში მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები.

უნარ-ჩვევები:

** დეტალების მიმართ ყურადღება;
** ოპერატიულობა და აქტიურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძონა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დისციპლინირებულობა და პუნქტუალობა;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ განვითარებას ინოვაციურ და საერთაშორისო გარემოში;
** კრეატიული პროექტების განხორციელების საშუალებას;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდში მუშაობას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** კვებას (სამუშაო დღეებში - სასკოლო კალენდრის თანახმად);
** 50%-იანი ფასდაკლება სწავლის საფასურზე (თქვენი შვილის ჩვენთან სწავლის შემთხვევაში).

სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. 117
ანაზღაურება: 1875 - 2500 ლარი (დარიცხული)

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: mariam.abramishvili@gasb.edu.ge ან დარეკეთ ნომერზე +995 577345946
გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: თანამდებობაზე არაფორმალური განათლების კოორდინატორი.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 ოქტომბერი.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს ბათუმის ქართულ-ამერიკულმა სკოლამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 6 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე