Робота для біженців з України
ნარჩენების გატანის თანამშრომელი/კურიერი - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ნარჩენების გატანის თანამშრომელი/კურიერი
მომწოდებელი: Pickup
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის კომპანია "Pickup.ge" აცხადებს ვაკანსიას (უკონტაქტო) ნარჩენების გატანის თანამშრომლის (კურიერი) პოზიციაზე ბათუმსა და თბილისში.

სამუშაო დრო მაქსიმუმ 2 საათი დღეში

Pickup.ge საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სტარტაპია. ჩვენ მომხმარებლებს საშუალებას ვაძლევთ მარტივად მოიშორონ საყოფაცხოვრებო ნარჩენები მობილური აპლიკაციისა და ვებ-პლატფორმის გამოყენებით სახლიდან გაუსვლელად. სრულიად უკონტაქტოდ!

ჩვენი მიზანია, აპლიკაციის გამოყენებით, მომხმარებელს გავუმარტივოთ ყოველდღიურობა. შევამციროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გაფანტვის რისკები და გარემოს დაბინძურება.
იდეალური სამუშაო სტუდენტებისთვის - შეგეძლება სწავლასთან კომბინირება. ასევე, სტაბილური დამატებითი შემოსავალი ნებისმიერი მსურველისთვის.

სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი!
არ გჭირდება მართვის მოწმობა!
არ გჭირდება ენების ცოდნა!
არ გჭირდება სკუტერი ან ავტომანქანა!

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 10 ნოემბერი, 2025 წელი
მდებარეობა N1: თბილისი, საქართველო. მდებარეობა N2: ბათუმი, საქართველო.

რა გჭირდება?

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სმარტ ტელეფონი და სამუშაო საათებში ინტერნეტი;
** სმარტფონის და სხვადასხვა აპლიკაციების მოხმარების მინიმალური უნარ-ჩვევები;
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა.

სამუშაოს აღწერა: ბინის კარიდან ნარჩენების გამოტანა გორგოლაჭიანი პლასტმასის ურნის მეშვეობით და მუნიციპალურ ბუნკერში მოთავსება.

სამუშაო ადგილი: საცხოვრებელი კორპუსები (კონკრეტულად შერჩეული საცხოვრებელი კომპლექსი/კორპუსი).

გრაფიკი: დილა ან საღამო (2 სააიანი სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება მოგვიანებით)
ხელფასი: 300 - 450 ლარი (ხელზე ასაღები). დამოკიდებულია დატვირთვაზე.
სპეციალური ეკიპირებით კურიერს უზრუნველყოფს კომპანია.

თუ გაინტერესებს, დაგვიკავშირდი: hrpickup10@gmail.com

ასევე გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ დასახელება: უკონტაქტო ნარჩენების გატანა (ჩაწერეთ ბათუმი ან თბილისი). ასევე, მეილში მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო მეილი, ტელეფონი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე