დასახელება:
კურატორი
|
მომწოდებელი:
SUR MOM
|
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
|
რეპროდუქციული მედიცინის სააგენტო "SUR MOM" აცხადებს ვაკანსიას კურატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ორსულ სუროგატებზე ზრუნვა 28-ე კვირიდან მშობიარობამდე — მუდმივი კომუნიკაცია, მონიტორინგი და მხარდაჭერა;
**ექიმის მითითებით ორსულობის მიმდინარეობის ზედამხედველობა და ვიზიტების დაგეგმვა/ჩაწერა;
** პოტენციურ მშობლებთან აქტიური კომუნიკაცია;
** მშობლების დოკუმენტაციის შემოწმება 28-ე კვირიდან და მათი დროული გადაცემა ადვოკატისთვის;
** დაბადების მოწმობების დროული შეტანის და დასრულების ვადების კონტროლი იუსტიციის სახლში;
** მშობელთა დახმარება საქართველოში ყოფნის პერიოდში — საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციული და ყოველდღიური საკითხების მოგვარება (ბინით უზრუნველყოფა, გადაადგილება, კომუნიკაცია კლინიკებთან და ა.შ.);
** დოკუმენტების მოწესრიგება და დახარისხება;
** მედიკამენტების კონტროლი სატელეფონო ზარებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება და მაღალი ორგანიზებულობა;
**დეტალებზე ორიენტირებულობა და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის სწორი მენეჯმენტი.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
**კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** სტაბილურ და საინტერესო სამუშაო გამოცდილებას საერთაშორისო გარემოში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სანდრო ეულის 7.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: secretarygeorgia@surmom.com
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|