დასახელება:
დაცვის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა
|
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
|
შპს "ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: დაცვის თანამშრომელი.
ძირითადი მოვალეობები:
** სკოლის შენობის და გარე ტერიტორიის დაცვა და უსაფრთხოების კონტროლი, ადგილზე და კამერების საშუალებით;
** სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირთა მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი;
** სკოლის ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა;
** გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება);
** შემდეგი ცნობების წარმოდგენა: ცნობა სქესობრივ დანაშაულზე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.
უნარ-ჩვევები:
** დეტალების მიმართ ყურადღება;
** ოპერატიულობა და აქტიურობა;
**თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დისციპლინირებულობა და პუნქტუალობა;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სამედიცინო დაზღვევას;
** კვებას (სამუშაო დღეებში - სასკოლო კალენდრის თანახმად);
** 50%-იანი ფასდაკლება სწავლის საფასურზე (თქვენი შვილის ჩვენთან სწავლის შემთხვევაში).
სამუშაო გრაფიკი: მორიგეობა სამ დღეში ერთხელ.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. 117
ანაზღაურება: 1125 ლარი (დარიცხული).
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@gasb.edu.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 514020515 / +995 577240004
გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: დაცვის თანამშრომელი.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 ოქტომბერი.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს ბათუმის ქართულ-ამერიკულმა სკოლამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 6 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|