Робота для біженців з України
ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: ელვარე
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის სპეციალისტი (საწარმოო პროცესის კონტროლის მიმართულებით) პოზიციაზე.

საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.

კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვითარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა.

ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და თანხვედრაშია ჩვენს სამუშაო ღირებულებებთან.

რას გთავაზობთ?

** ტრანსპორტირებას ზედა სამგორის მეტროდან;
** კვებას;
** კორპორატიულ დაზღვევას 3 თვის შემდეგ.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1400 ლარი (ხელზე);
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ალექსეევკის დასახლება (აეროპორტის მიმდებარედ);
** სამუშაო საათები: თანამშრომელი იმუშავებს დღისა და ღამის ცვლებში (დღის ცვლა 09:00-18:00, ღამის ცვლა 18:00-09:00).

ძირითადი მოვალეობები:

** ნაწარმოები პროდუქციის (დაბალი ძაბვის ელექტრო კაბელების) ჩექლისტების მიხედვით შემოწმება;
** სამუშაო ხელსაწყოების მოვლა და სწორი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;
** საწარმოო ხაზების კონტროლის წარმართვა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად;
** კონტროლის შედეგების ანგარიშგება ხელმძღვანელთან;
** საჭიროების შემთხვევაში ელექტრო კაბელის ან/და ნახევარფაბრიკატის დამატებითი პარამეტრების ლაბორატორიული შემოწმება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** სასურველია (არა აუცილებელი) უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო/ტექნიკური მიმართულებით;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი;
** როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ელ-ფოსტის მისამართზე: hr@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ესტუმროთ ოფიციალურ ვებ გვერდს: http://www.elvare.ge/

შპს "ელვარე" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე