დასახელება:
ინდუსტრიასთან თანამშრომლობის და კარიერის განვითარების უფროსი
|
მომწოდებელი:
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
|
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
|
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ" აცხადებს ვაკანსიას ინდუსტრიასთან თანამშრომლობის და კარიერის განვითარების სამსახურის უფროსი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
** სამსახურის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება ინდუსტრიასთან თანამშრომლობის მიმართულებით;
** ეფექტიანობის შეფასების სისტემების დანერგვა (სტუდენტთა დასაქმება, სტაჟირებების რაოდენობა, პარტნიორობის შედეგიანობა);
** პარტნიორობა ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, საჯარო და კერძო სექტორთან;
** სტაჟირებების, პრაქტიკული სწავლების და ერთობლივი პროექტების კოორდინაცია.
** ინდუსტრიულ პარტნიორებთან ერთობლივი ინიციატივების და კვლევითი პროექტების შემუშავება და განხორციელება;
** დასაქმების ბაზრის საჭიროებების მონიტორინგი და უნივერსიტეტის პროგრამებთან სინქრონიზაცია;
** სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის კარიერული კონსულტაციების უზრუნველყოფა;
** კარიერული უნარების ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზება (CV, გასაუბრება და სხვ.);
** დასაქმების ბაზრის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის;
** დასაქმების ფორუმების და პროფესიული განვითარების ღონისძიებების ორგანიზება;
** სამსახურის გუნდის მართვა და ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია;
** შიდა და გარე ანგარიშგებების მომზადება;
** უნივერსიტეტის სხვა დეპარტამენტებთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
** ერთობლივი გამოყენებითი კვლევების განვითარება და ახალი ცოდნის ინტეგრირების ხელშეწყობა ინდუსტრიასა და უნივერსიტეტში;
** ინდუსტრიის საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების ალტერნატივების შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება კარიერულ განვითარებასა და/ან ინდუსტრიასთან ურთიერთობებში;
** ძლიერი მენეჯერული და საკომუნიკაციო უნარები;
** გამოცდილება პარტნიორობების ჩამოყალიბებასა და მოლაპარაკებების მართვაში;
** ინგლისური ენის ცოდნა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით) C1 დონეზე.
პიროვნული თვისებები:
** ლიდერობის უნარი და გუნდური მუშაობის ეფექტიანი ორგანიზება;
** სტრატეგიული ხედვა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინიციატივის გამოვლენისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
შერჩევის ეტაპები:
** CV-ების გადარჩევის ეტაპი;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|