დასახელება:
ელექტრიკოსი
|
მომწოდებელი:
Royal Tulip Hotel and Casino
|
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
|
Royal Tulip Hotel & Casino აცხადებს ვაკანსიას: ელექტრიკოსი.
ძირითადი მოვალეობები:
** ელექტრო სისტემების ყოველდღიური შემოწმება, დიაგნოსტიკა და მოვლა სასტუმროს შენობაში;
** ელექტრო ავარიულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება და პრობლემების აღმოფხვრა;
** განათების სისტემების მონტაჟი, შეკეთება და მოვლა;
** ელექტრო ფარების, ავტომატების, კონდიციონერების, წყლის გამაცხელებლების და სხვა მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება;
** სტუმრების საჩივრებზე რეაგირება, რაც უკავშირდება ელექტრო საკითხებს ნომრებში ან სხვა საერთო სივრცეებში;
** მუშაობა ტექნიკურ გუნდთან ერთად სასტუმროს ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
** უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა ყველა სამუშაოს შესრულებისას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევილის სანაპირო N10;
** სამუშაო განაკვეთი 5/2;
** ანაზღაურება 2500 ლარი;
** კვებით უზრუნველყოფა;
** დაზღვევა.
იმისთვის, რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrm@royaltuliptbilisi.com.
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|