Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=673702&print=yes&view=jobs
 
პერსონალის მართვის სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პერსონალის მართვის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
შპს "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ" აცხადებს ვაკანსიას პერსონალის მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9
განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** შერჩევის პროცესის დაგეგმვა და სრული ციკლის მართვა ყოველი ცალკეული პოზიციისთვის მისი სპეციფიკის გათვალისწინებით;
** ადამიანური რესურსების ადმინისტრირების პროცესის მართვა;
** ავტორიზაცია/აკრედიტაციის პროცესებში ჩართულობა, შესაბამისი მონაცემების დამუშავება/წარდგენა;
** პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების/ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელება;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემების პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;
** პერსონალის მართვის დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა პროექტების ინიცირება და დაგეგმვა/განხორციელება;
** მონაცემების დამუშავება და რეესტრის წარმოება;
** სამუშაო აღწერილობის გათვალისწინებული სხვა ფუნქციები;

ძირითადი მოთხოვნები:

** მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - 1 წელი;
** უმაღლესი განათლების მარეგულირებელი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა;
** საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამისი კანონების და კანონქვემდებარე აქტების ცოდნა;
** უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი აქტების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით) C1 დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა.

კომპეტენცია და უნარები:

** შედეგზე ორიენტაციის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ინფორმაციის გაზიარების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** შერჩევა, შეფასებისა და უკუკავშირის გაზიარების უნარი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე არაუგვიანეს 2025 წლის 31 ოქტომბრისა ელექტრონულ მისამართზე: vacancy@seu.edu.ge. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "პერსონალის მართვის სამსახურის უფროსი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია