Робота для біженців з України
ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: შერიფ ტრანსი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
სახმელეთო გადამზიდავი კომპანია "შერიფ ტრანსი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, "გეზის" მიმდებარე ტერიტორია ("იუ ელ სი ტერმინალის" შენობა)
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება და დაარქივება;
** ახალი გადამზიდების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** შემოსული შეკვეთების დამუშავება;
** სახმელეთო მიმართულებით ტრანსპორტირების ციკლის დაგეგმვა;
** გადაზიდვების ორგანიზება და ტვირთის ადგილმდებარეობის ყოველდღიური მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: deabi111@gmail.com

სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადები მიიღება 25 ოქტომბრამდე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე