Робота для біженців з України
მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცხობელი
მომწოდებელი: კულინარია 7
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
კომპანია "კულინარია #7" აცხადებს ვაკანსიას მცხობლის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც შეუერთდება ჩვენს საოჯახო კაფეტერიის გუნდს. თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, შეგიძლია მეგობრულად და ყურადღებით მოემსახურო სტუმრებს და ხარ პასუხისმგებლობიანი - ეს სამსახური შენთვისაა!

ძირითადი მოვალეობები:

** მენიუში არსებული ცომეულის მომზადება
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი

მოთხოვნები:

** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეო
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

მისამართი: რაფიელ ერისთავის ქ. 16 (მრგვალ ბაღთან)
ანაზღაურება: დამოკიდებულია გამოცდილებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ან საკონტაქტო ელ.მისამართზე ninooutsource@gmail.com. აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.

შეტყობინება: კომპანია პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც კომპანიისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე