Робота для біженців з України
სათადარიგო ნაწილების მენეჯერი - ზესტაფონი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სათადარიგო ნაწილების მენეჯერი
მომწოდებელი: ვაკო მოტორსი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
შპს "ვაკო მოტორსი" გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი სათადარიგო ნაწილების მენეჯერის პოზიციაზე.

ვინ ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხმარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ.

ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს.

თქვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას კომპანია "არდიში";
** ფიტნეს მომსახურებას - ფიტპასი;
** კორპორატიულ ღონისძიებებს;
** დამატებით დასვენების დღეებს;
** ფასდაკლებას შიდა პროდუქტებზე.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

** კორპორატიული და საბითუმო კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა სათ. ნაწილის შერჩევის მიზნით;
** კლიენტის საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სათ. ნაწილის შეკვეთაში ჩართულობა;
** მიღებული სათ. ნაწილების მდგომარეობის შემოწმება/მონიტორინგი, აღრიცხვა და მიღება-ჩაბარების დოკუმენტის მომზადება;
** მაღაზია-საწყობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** საწყობის მარაგების კონტროლი და გადმოსაწერ საქონელზე მოთხოვნის გაკეთება;
** ფილიალებს შორის შიდა გადაზიდვების ორგანიზება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
** ზედნადებისა და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა;
** სალარო აპარატთან მუშაობა, ჩეკების ამობეჭდვა;
** სალაროს ნაშთების კონტროლი და მასზე პასუხისმგებლობა;
** წელიწადში ერთხელ საწყობის აღწერის გაკეთება.

კვალიფიკაცია და უნარები რომელიც უნდა გქონდეთ:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ავტოინდუსტრიის სფეროს სპეციფიკის ცოდნა;
** სხვადასხვა სპეციალურ კატალოგებში სათ. ნაწილების მოძებნის გამოცდილება;
** საწყობის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ოპერატიული;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დრო: 09:00-18:00 საათი, კვირაში ორი დღე დასვენება
** სამუშაო ადგილი: ზესტაფონი, სოფ. არგვეთა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2025 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@vakomotors.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: სათადარიგო ნაწილების მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია ვაკო მოტორსის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკო მოტორსის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე