Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=673530&print=yes&view=jobs
 
ბიზნეს განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ჰერცი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
"ჰერც საქართველო (Hertz Georgia)" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთით

ჰერც საქართველოს შესახებ

"Hertz Georgia" არის ავტო-გაქირავების, ტრანსპორტირებისა და საოპერაციო ლიზინგის წამყვანი კომპანია საქართველოში, რომელიც ემსახურება როგორც კერძო, ისე კორპორაციულ კლიენტებს.

კომპანია გთავაზობთ სწრაფ, მოქნილ და მაღალი ხარისხის მომსახურებას, რომლის საშუალებითაც კლიენტებს შეუძლიათ მარტივად ისარგებლონ კომპანიის სერვისებით, დაჯავშნონ და მიიღონ მათთვის სასურველი მომსახურება.

პოზიციის აღწერა

ბიზნეს განვითარების მენეჯერი იქნება პასუხისმგებელი კომპანიის ზრდის სტრატეგიების შემუშავებაზე და განხორციელებაზე, მომხმარებელთა ბაზის გაფართოებაზე, პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებასა და პროდუქტების ეფექტურ მართვაზე.

ძირითადი მოვალეობები

** გაყიდვების სტრატეგიებისა და კამპანიების შემუშავება და განხორციელება
** კომპანიის ზრდის სტრატეგიების დაგეგმვა მომგებიანობისა და მომხმარებელთა კმაყოფილების გასაუმჯობესებლად
** მომხმარებელთა ბაზის გაფართოება, ახალი კლიენტების მოზიდვა
** პროდუქტის შექმნა, განვითარება და მართვა
** Online და Offline მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება
** CRM სისტემის ეფექტური მართვა და გამოყენება
** ბაზრის ანალიზი და კონკურენტული გარემოს შეფასება
** ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია და სტრატეგიული გეგმების შემუშავება
** კლიენტებთან ურთიერთობის მართვა და გაყიდვების მხარდაჭერა

მოთხოვნები

** უმაღლესი ტექნიკური ან ბიზნეს განათლება
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ბიზნეს განვითარებაში ან მსგავსი მიმართულებით
** CRM სისტემები
** ონლაინ და ოფლაინ მარკეტინგის გამოცდილება
** გამორჩეული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** ბიზნესზე ორიენტირებული და ანალიტიკური აზროვნება
** პრობლემის გადაჭრისა და პროექტის მართვის უნარები
** გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარი
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა

რას გთავაზობთ

** კონკურენტული ანაზღაურება
** პროფესიული განვითარების და ტრენინგის შესაძლებლობები
** თანამედროვე, ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო
** სოციალური პაკეტი და დამატებითი ბენეფიტები

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: a.rekhviashvili@hertz.com.ge, სათაურის ველში მიუთითეთ: Business Development Manager.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია