დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბოქსეტ ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
|
Boxette Georgia — საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიის ქართული წარმომადგენლობაა. ჩვენ ვახორციელებთ ამანათების ექსპორტს საქართველოდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და იმპორტს აშშ-დან, ჩინეთიდან, საბერძნეთიდან და თურქეთიდან.
დღეს უკვე გვაქვს 5 ფილიალი — 3 თბილისში, 1 ქუთაისში და 1 ბათუმში.
ჩვენი მთავარი უპირატესობაა სისწრაფე და მომსახურების უმაღლესი ხარისხი.
უკვე 5 წელია რაც წარმატებით ვმუშაობთ ქართულ ბაზარზე და ჩვენი სწრაფი ზრდის ტემპით მუდმივად ვაფართოებთ გუნდს. ახლა ვეძებთ ახალ წევრს — მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც დაგვეხმარება Boxette-ის ბრენდის ახალ საფეხურზე აყვანაში.
ვაკანსია: მარკეტინგის მენეჯერი
კომპანია: Boxette Georgia
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
ანაზღაურება: 4000-6000 ₾ (NET) + KPI ბონუსები
ჩვენ შესახებ
შენი როლი ჩვენს გუნდში:
მარკეტინგის მენეჯერი იქნება ის ადამიანი, ვინც:
** განსაზღვრავს და განახორციელებს კომპანიის მარკეტინგულ სტრატეგიას;
** იმუშავებს ციფრულ მარკეტინგულ არხებზე — Meta, Google Ads, TikTok და სხვა პლატფორმებზე;
** იმუშავებს მარკეტინგულ სააგენტოსთან და უზრუნველყოფს შედეგზე ორიენტირებულ კოლაბორაციას;
** შეიმუშავებს შინაარსობრივ და ვიზუალურ კონტენტს, რომელიც ასახავს ბრენდის ღირებულებებს;
** გაანალიზებს მიმდინარე კამპანიების მონაცემებს, აღმოაჩენს ზრდის შესაძლებლობებს და განახორციელებს ოპტიმიზაციას;
** შექმნის მომხმარებელთან უფრო ღრმა და ეფექტურ კომუნიკაციას.
შენი მთავარი მიზნები (KPI-ები):
** მომხმარებელთა რეგისტრაციის და კონვერსიის მაჩვენებლების გაუმჯობესება;
** Churn-ის (მომხმარებლების დაკარგვის) შემცირება;
** არსებული მომხმარებლების ლოიალობისა და აქტივობის ზრდა;
** შედეგების გაზრდა როგორც იმპორტის, ისე ექსპორტის მიმართულებით;
** კომპანიის ბრენდის ცნობადობისა და ნდობის გაძლიერება.
სასურველი უნარები და გამოცდილება:
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე;
** გამოცდილება ციფრული სერვისების ან პროდუქტების გაყიდვებში;
** სიღრმისეული ცოდნა ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტებში (Google Ads, Meta Ads, TikTok Ads, Google Analytics, SEO/SEM);
** უნარი ინოვაციურად აზროვნებისა და ბაზრის ტენდენციებზე სწრაფი რეაგირების;
** კომუნიკაბელურობა და გუნდთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე.
დამატებითი პასუხისმგებლობები (რისი ცოდნაც ბიზნესს დაეხმარება):
** მომხმარებელთა მოგზაურობის (Customer Journey) ანალიზი და გაუმჯობესება;
** ბრენდის პოზიციონირებისა და tone of voice-ის ფორმირება;
** CRM და retention მარკეტინგის სტრატეგიების შემუშავება;
** პარტნიორებთან თანამშრომლობა, PR-აქტივობების დაგეგმვა და შესრულება;
** ახალი იდეების ტესტირება - A/B ტესტების დაგეგმვა და შეფასება;
** კონკურენტული ანალიზი და ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
** ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების ეფექტური მართვა.
როგორ შემოგვიერთდე:
თუ გჯერა, რომ შეგიძლია Boxette-ის ბრენდი ახალ საფეხურზე აიყვანო — გაგვიზიარე შენი CV ელ. ფოსტაზე: s.chkhikvadze@boxette.ge და მეილის სათაურში აუცილებლად მიუთითე: "მარკეტერი".
|
|
|
|