დასახელება:
უფროსი ჭურჭლის მრეცხავი
|
მომწოდებელი:
რესტორანი RESERVE
|
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
|
შპს "ჯეოვაინ თრეიდინგი" 2017 წლიდან ოპერირებს საქართველოში და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს გასტრონომიულ ბაზარზე. წამყვანი მენეჯერების მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალთა ჯგუფის დახმარებით კომპანია ყოველწლიურად იზრდება და ნერგავს ახალ სტანდარტს. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს მივაწოდოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი და შევუქმნათ სასიამოვნო გარემო.
კომპანიის ერთ-ერთი პროექტი, რესტორანი "RESERVE" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ჭურჭლის მრეცხავის (უფროსი სტუარდი) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** გამოიყენოს სარეცხი მანქანა ინსტრუქციების დაცვით და მუდმივად აკონტროლოს სარეცხი საშუალებების მარაგი;
** ჰქონდეს სრული ინფორმაცია ყველა სარეცხი საშუალების გამოყენებისა და შენახვის შესახებ;
** დაასუფთაოს სამზარეულოს ტერიტორია;
** შეასრულოს შეფის და სუ შეფისგან მიღებული მითითებები და დავალებები.
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და მართვა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ და მეგობრულ გარემოს.
** კვებით უზრუნველყოფას.
ანაზღაურება: 1600-1800 ლარი
სამუშაო დრო: მცოცავი გრაფიკი, კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, 9 აპრილის #3.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: info@reservetbilisi.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია.
|
|
|
|