Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის (არამედიკამენტების დეპარტამენტში) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ციფრული და სოციალური მედია კომუნიკაციისთვის ვიზუალური მასალის შექმნა
** ბეჭდვითი საკომუნიკაციო მასალის (ვობლერები, ფლაერები, ბულკეტები...) დიზაინის შექმნა, დამუშავება შესაბამის ფორმატში
** ღონისძიებებისა და მარკეტინგული პროექტების ვიზუალური მასალების შემუშავება
** GIF-ების მომზადება
** დამტკიცებული დიზაინების არქივის წარმოება და ა.შ.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის/დიზაინის ან ინტერიერის დიზაინის მიმართულებით) ფაკულტეტი) და/ან შესაბამისი მიმართულების კურსები;
** სარეკლამო მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** შესაბამისი გრაფიკულ-დიზაინერული კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Adobe Photoshop, Corel Draw ან Adobe Illustrator);
** კრეატიულობა; ინიციატივიანობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო განრიგი: 9:00 - 18:00
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო ლოკაცია: გიორგი სააკაძის II გასასვლელი, # 1 ა; ბიზნეს ცენტრი ატრიუმი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 09.11.2025 წელი

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 577 362308

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/qG3Uhi8wp8
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე