დასახელება:
ტენდერი საკერავი მანქანების და სახელოსნო ტექნიკის შეძენაზე
|
მომწოდებელი:
იმერეთის განვითარების ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
თანდართული ფაილი:
673449_Tender_docs_4593312.zip
|
"იმერეთის განვითარების ცენტრი" აცხადებს ტენდერს ბენეფიციართა ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკა-ინვენტარის შეძენაზე.
2025 წლის 10 ივლისს ქ.ქუთაისის თვითმმართველობის მერიასა და ააიპ "იმერეთის განვითარების ცენტრს" შორის გაფორმდა ურთიერთ შეთანხმების მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე, იმერეთის განვითარების ცენტრი "ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების ქვეპროგრამის" ფარგლებში ახორციელებს პროექტს "მოწყვლადი ოჯახების და მათი ბავშვების კეთილდღეობისთვის". აღნიშნული პროექტის მიზანია ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება. ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენს პროექტში ჩართული ბენეფიციარების პროფესიული გადამზადება და საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ტექნიკა-ინვენტარით აღჭურვა. ამ მიზნით იმერეთის განვითარების ცენტრი აცხადებს ტენდერს შემდეგ ტექნიკა-ინვენტარზე (გთხოვთ იხილოთ დანართები).
წარმოსადგენი სატენდერო დოკუმენტაცია:
** ტექნიკისა და ინვენტარის ფასის შემოთავაზების შევსებული ფორმა (ხელმოწერილი და ბეჭედდასმული);
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
საბუთები უნდა იყოს წარმოდგენილი ელექტრონულად ქვემოთ მოცემულ მისამართზე
არაუგვიანეს 2025 წლის 15 ოქტომბრისა.
ააიპ იმერეთის განვითარების ცენტრის ფინანსური, ადმინისტრაციული და HR ოფიცერი დავით ცირეკიძე
მის: ქ.ქუთაისი, 26 მაისის ქ. #39
ელ. ფოსტა: davit_tsirekidze@consultant.wvi.org
ტელ: 593 761341
ასევე შეგიძლიათ დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდეთ:
ააიპ იმერეთის განვითარების ცენტრის დასაქმების სპეციალისტი, მირანდა მანაგაძე
მის: ქ.ქუთაისი, 26 მაისის ქ. #39
ელ. ფოსტა: miranda_managadze@consultant.wvi.org
ტელ: 598 184520
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი 2025.
ტენდერის გამარჯვებულის გამოვლენა: 16 ოქტომბერი 2025.
საქონლის მოწოდების ვადა: 24 ოქტომბერი 2025.
|
|
|
|