Робота для біженців з України
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
"Meama Collect" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე. თუ გსურთ დაეუფლოთ ყავის მომზადების სხვადასხვა ტექნოლოგიას, გახდეთ მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** ცხელი და ცივი სხვადასხვა სახეობის სასმლის მომზადება;
** მომხმარებლისათვის სასურველი პროდუქტის შერჩევაში დახმარება;
** სალარო ოპერაციების აღრიცხვა;
** სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა.

პერსონალური უნარ-ჩვევები:

** კეთილგანწყობილი;
** კომუნიკაბელური;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობიანი.

პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატებს ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნით.

გრაფიკი: 7 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ორ დღეში ერთხელ (დილის ან საღამოს ცვლა, მაქსიმალურად მორგებული თქვენს გრაფიკზე)

პოზიცია არ საჭიროებს გამოცდილებას აღნიშნულ სფეროში, შერჩეული კადრი გადამზადებას გაივლის ადგილზე.

ანაზღაურება: 500 ლარი

ლოკაცია: ილია ჭავჭავაძის გამზირი 72

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე: a.rogava@rogalux.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე