დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ავტო იმპორტ ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
|
"ავტო იმპორტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ:
კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტი საქართველოში. ასევე აწარმოებს ექსპორტს და რეექსპორტს.
ძირითადი ქვეყნებია: ამერიკა, კორეა, იაპონია, ევროპის ქვეყნები, ჩინეთი. 2018 წლიდან არის უმსხვილესი კორეული კომპანიის Autowini.com-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 40 თანამშრომელი. კომპანია, მუშაობს როგორც B2C, ასევე B2B გაყიდვებზე.
ზოგადი უპირატესობა:
** ყველაზე მსხვილი ავტო იმპორტიორი კომპანია სამხრეთ კორეიდან.
** ყველაზე მსხვილი, კორეული მეორადი ავტო სავაჭრო ონლაინ პლატფორმის, Autowini.com-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
მოვალეობები:
** პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარება,
** პროდუქტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და გაყიდვების ეფექტური პროცესისთვის საჭირო ქმედებების განხორციელება;
** მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად ავტომობილების შერჩევა, შეძენა სტოკსა და ავტო აუქციონებზე;
** კომპანიის მიერ დამტკიცებული გაყიდვების გეგმის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია ავტო იმპორტიორ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** გაყიდვების და მოლაპარაკების უნარები
** მაღალი სერვისული კულტურა: მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და პროფესიონალიზმი;
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტაზე: hr@aig.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|