Робота для біженців з України
მფლობელებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ადმინისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მფლობელებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: White Sails Residential Hotel
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
ბათუმში მდებარე "აპარტჰოტელი ვაით სეილსი" (White Sails Residential Hotel) აცხადებს ვაკანსიას მფლობელებთან ურთიერთობის დეპარტამენტში ადმინისტრატორის პოზიციაზე.

პოზიცია: ადმინისტრატორი
გრაფიკი: 2/2-ზე 12 საათიანი ცვლა როგორც დღის, ასევე ღამის (2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე)
ანაზღაურება: 1000 ლარი
მისამართი: ლეხ და მარია კაჩინსკების N5, ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** ბინების მფლობელთა ბაზების მართვა, ინფორმაციის მუდმივი განახლება
** მფლობელებთან არსებული ყველა ხელშეკრულებისა და შეთანხმების მართვა და კონტროლი
** მფლობელებთან მუდმივი კომუნიკაცია კომპლექსში არსებულ ცვლილებებზე, განახლებებსა და პოლიტიკაზე
** მფლობელების მხარდაჭერის და კონსიერჟ სერვისების უზრუნველყოფა
** ბილინგისა და გადახდების მონიტორინგი როგორც ყოველთვიურად საერთო სივრცის დავალიანების, ასევე სხვადასხვა შეკვეთილი მომსახურების
** მომსახურების მოთხოვნების დამუშავება და კომპანიაში არსებულ სხვადასხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია
** მფლობელთა ან/და მფლობელთა სტუმრების რეგისტრაცია, მათი პირადი დოკუმენტების დასკანერება და შენახვა

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია უცხო ენების ფლობა მაღალ დონეზე - რუსული და ინგლისური, სხვა უცხო ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირების უნარი
** პარტნიორული და კოლეგიალური ურთიერთობის დამყარების უნარი
** პრობლემების სწრაფად და ეფექტურად მოგვარების უნარი
** ანალიტიკური აზროვნება

ბენეფიტები:

** კვება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** წელიწადში დამატებით 6 day off

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: nino.durglishvili@hiro.ge და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება სასტუმრო ვაით სეილს რეზიდენშალ. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება HR სააგენტო შპს "ჰირო" ს/ნ 405360443.

გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად. განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე