დასახელება:
ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
XS სათამაშოები
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
|
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "xs toys" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 6 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ხუთი თბილისში და ერთი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.
სამუშაო პირობები:
** ლოკაცია: გალერია თბილისი;
** მიმართულება: Build a Bear-ის "სახელოსნო";
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 40 სთ-იანი სამუშაო კვირა.
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიის ოპერაციული პროცესების ორგანიზება და მართვა
** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
** მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება
** სალაროს მართვა
** გაყიდვების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესება
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება;
** გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: anvoljobs@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ადმინისტრატორი - გალერია თბილისი). სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|