დასახელება:
დიასახლისი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
|
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე, საოჯახო ტიპის, 7 ნომრიანი სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან ადამიანს, რომელიც იზრუნებს სტუმრების კომფორტსა და სისუფთავეზე, შეასრულებს თანამედროვე დასუფთავების სტანდარტებს და გახდება ჩვენი მეგობრული და ოჯახური გარემოს ნაწილი.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს ნომრების, საერთო სივრცეების და სველი წერტილების ყოველდღიური დასუფთავება და მოწესრიგება
** საწოლების გამოცვლა, თეთრეულის და პირსახოცების განახლება სასტუმროს სტანდარტების მიხედვით
** დასუფთავების ინვენტარისა და საშუალებების სწორად გამოყენება და შენახვა
** სტუმრების მოთხოვნებზე სწრაფი და თავაზიანი რეაგირება
** დასუფთავების პროცესში უსაფრთხოების და ჰიგიენის ნორმების დაცვა
** დაზიანებული ან დაკარგული ნივთების შესახებ ადმინისტრაციის ინფორმირება
** სასტუმროს წესების დაცვა სამუშაო პროცესში
მოთხოვნები და უნარები:
** სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში არ არის სავალდებულო, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად
** სისუფთავის და წესრიგის სიყვარული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
სამუშაო პირობები:
** 10-დან 18 სთ-მდე.სტანდარტულად. მაგრამ, ჩვენ შესაძლებლობას გაძლევთ წახვიდეთ როცა ყველა საქმეს მორჩებით; ანუ, დროზე ადრე დასვენება კვირაში 1 დღე. (თუ დასვენების დღესაც იმუშავებთ, ანაზღაურება იქნება 40ლ.)
** ანაზღაურება: 1000-1160 ლარი
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: nanade2727@gmail.com ან დაგვიკავშირდით მობილურის ნომერზე: 599305031
|
|
|
|