Робота для біженців з України
გაყიდვების ადმინისტრაციული მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ადმინისტრაციული მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ გაყიდვების ადმინისტრაციული მენეჯერის ასისტენტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** გაყიდვების, შემოსული ზარების, ლიდების, სხვადასხვა ტიპის კონვერტაციის ამსახველი მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შესაბამისი ანგარიშგებების წარმოება;
** მიღებული კორესპონდენციის განხილვა და პასუხის მოსამზადებლად სრულყოფილი ინფორმაციის უზრუნველყოფა;
** რეპორტების ანალიზი, რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის;
** მონაცემების დამუშავების მეთოდის, ფორმის შესახებ იდეების გენერირება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზების წარმოება და პერიოდული განახლება;
** გაყიდვებთან და სერვისებთან დაკავშირებული, ყველა ტიპის მონაცემის მონიტორინგი, შეცდომების იდენტიფიკაცია, გამოსწორების გზების შესახებ იდეების გენერირება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია CRM -ში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით:
http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე