დასახელება:
პროდუქტის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მინდორი
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
|
პროდუქტ მენეჯერი - სტარტაფი
ლოკაცია: სრულად დისტანციურად
განაკვეთი: ნახევარი ან სრული
"მინდორი" ორგანიზმის ერთიანი გაჯანსაღების სტარტაპია
ჩვენ:
** ვქმნით ჯანმრთელობის ახალ ხედვას
** ვეხმარებით ადამიანებს მეცნიერულად შესწავლილი ბუნებრივ გაჯანსაღების გზებით (საკვები დანამატები და ციფრული სერვისები)
რას გააკეთებ:
** შეისწავლი ახალ დანამატების იდეებს: ბაზრის ტენდენციები, სამეცნიერო მტკიცებულებები, კონკურენტების ანალიზი
** იმუშავებ ლაბორატორიებთან, მწარმოებლებთან და დიზაინერებთან ახალი პროდუქტების შექმნაზე (საკვები დანამატები და ციფრული პროდუქტები)
** დაწერ შემოქმედებით ქოფის ეტიკეტებისთვის და ონლაინ აღწერებისთვის
** ითანამშრომლებ მომწოდებლებთან და მარკეტინგის გუნდთან პროდუქტის გაშვებისას
** დააკვირდები გაყიდვებს, შეფასებებსა და მომხმარებლის უკუკავშირს
** გაიგებ როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტები პირველი პრინციპებზე დაყრდნობით
ვისთვისაა:
** სტუდენტები ან კურსდამთავრებულები (კვლავაც სწავლის ფაზაში იმყოფები)
** გიყვარს მეცნიერება, ბრენდინგი და იდეების ქცევა რეალობად
** შეგიძლია გუნდური მუშაობა და უკუკავშირის მიღება
** მაღალი ენერგია, მოხერხებულობა, სწრაფად სწავლის უნარი
** წერ გამართულად ქართულად. ინგლისური (B2+)
** შესაბამისი გამოცდილება აუცილებელი არაა, მაგრამ გადამწყვეტია ინიციატივის გამოჩენის ანდაც თავად წამოწყებული პროექტის განხორციელების გამოცდილება
რატომაა ეს როლი მნიშვნელოვანი:
** შენ ქმნი და მართავ Mindor-ის ზრდის სისტემას — იდეიდან მომხმარებლამდე
** შენი ტექსტები და იდეები აღწევს ათასობით ადამიანს, ვინც ეძებს ბუნებრივ გზას გაჯანსაღებისთვის.
** სწავლობ როგორ მუშაობს "Full Stack Growth" მარკეტინგი — პრაქტიკულად და რეალურ შედეგებზე დაყრდნობით მომხმარებლის სრული ციფრული მოგზაურობის მიხედვით
ანაზღაურება და ზრდა:
შენ გექმნება საშუალება შექმნა ინოვაციური პროდუქტი და შეცვალო უამრავი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ.
** გამოცდილების შესაბამისი სამართლიანი ანაზღაურება. შედეგზე დამყარებული ზრდა, ცხადი მოლოდინით
** უშუალო კავშირი CEO-სთან და დამფუძნებელთან. მენტორობით სწრაფი განვითარების შესაძლებლობა
** როლის ზრდა და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა მინდორის გრძელვადიან მისიაში, რაც ჯანმრთელობის ახალი ხედვის და სერვისების გლობალურ მასშტაბირებას გულისხმობს
კანდიდატის შეფასება ხდება სატესტო დავალების შესრულებით.
განაცხადი გამოგზავნე: info@mindor.ge.
|
|
|
|