მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას რეინჯერის თანამდებობაზე სხვადასხვა განყოფილებაში.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: ოთხ დღეში ერთხელ, 24 საათიანი მორიგეობები.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მისაღებია შემდეგი მიმართულების სტუდენტები (კოლეჯის ან/და უმაღლესი სასწავლებლის): მედიცინა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საექთნო საქმე და სამეანო საქმე, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია, ბიოქიმია და მიკრობიოლოგია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ვეტერინარია, სამედიცინო ბიოტექნოლოგია და ბიოინჟინერია, სტომატოლოგია, ფარმაცია.
ძირითადი მოვალეობები:
** ექთნის დახმარება კლინიკაში არსებული პროცედურებისა და პროტოკოლების შესაბამისად;
** პაციენტების უსაფრთხო ტრანსპორტირება კლინიკის შიდა სივრცეში;
** პაციენტების ბიოლოგიური მასალის/დოკუმენტაციის ლაბორატორიისათვის მიწოდება;
** შიდა პროტოკოლების დაცვა.
პიროვნული თვისებები:
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა, გულისხმიერება;
** ორგანიზებულობა, აკურატულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 09.11.2025-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|