Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი/ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი/ექსპედიტორი
მომწოდებელი: ივერმედი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
კომპანია "ივერმედი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერი/ ექსპედიორის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობა: შპს "ივერმედი" დაარსდა 1995 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამედიცინო სახარჯი მასალის, აღჭურვილობის, იმპლანტებისა და აპარატურის რეალიზაცია-სერვისი. კომპანია დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის კადრებით ყველა სეგმენტში, რაც განაპირობებს, ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს.

სამუშაო ადგილი და პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ორშაბათი - პარასკევი 09:30 - 17:30
ანაზღაურება: 1600 ლარი (დარიცხული)

სამუშაოს აღწერილობა:

** პროდუქციის მიღება, აღრიცხვა და აღწერა;
** საწყობში არსებული პროდუქციისა და ნაშთების კონტროლი და რეგულარული ინვენტარიზაცია;
** სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალების პალეტებად დალაგებული პროდუქციით დატვირთვა;
** ტრანსპორტირების და მიტანის პროცესის დაგეგმვა და კონტროლი;
** დოკუმენტაციის შესაბამისად ობიექტებში პროდუქციის ჩამოტვირთვა;
** თანამშრომლობა ლოჯისტიკისა და შესყიდვების დეპარტამენტებთნ.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების MS word, excel საბაზისო ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.
** ფარმაცევტული განათლება ჩაითვლება უპირატესად;
** მართვის მოწმობა B კატეგორია (აუცილებელია).

უნარები და შესაძლებლობები:

შრომისმოყვარე, ენერგიული, პოზიტიური, პუნქტუალური. დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარით.

გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მეილზე: natia.goginashvili@ivermedi.com

გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე