Робота для біженців з України
საკონსულტაციო პროექტების გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკონსულტაციო პროექტების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აკერი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
"AKER Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას საკონსულტაციო პროექტების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

AKER Tbilisi არის საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ კომპანიებს მათთვის საუკეთესო სტრატეგიების და გადაწყვეტილებების მოძიებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზაციული განვითარებისა და ეფექტურობის გაძლიერებაში.
ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც დაგვეხმარება ერთად ვაწარმოოთ მნიშვნელოვანი საქმე.

პოზიციის დასახელება: საკონსულტაციო პროექტების გაყიდვების მენეჯერი
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
მდებარეობა: თბილისი, საბურთალო
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

პოზიციის აღწერა: პოზიცია პასუხისმგებელია ბიზნესის სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებაზე და შესაბამისი საკონსულტაციო პროექტების შეთავაზებაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office: Word, Excel, Outlook, PowerPoint).
** სასურველია სულ მცირე, 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება ერთ-ერთ ან რამდენიმე შემდეგ სფეროში:

** კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
** ან/და პროექტის მენეჯერის პოზიციაზე

თანამდებობრივი მოვალეობები/ფუნქციები:

** პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება და მათთან მოლაპარაკებების წარმართვა, პროექტის შინაარსისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების გაცნობა
** საკონსულტაციო სერვისების შეთავაზების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და სერვისების მორგება კლიენტის სპეციფიკურ საჭიროებებზე
** გაყიდვების მიზნობრივი გეგმების შესრულება და პროცესების მუდმივი გაუმჯობესება - შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება
** კლიენტის მხარდაჭერა და მონიტორინგი პროექტის დაწყებიდან ჩახურვამდე
** გამჭვირვალე კომუნიკაციის უზრუნველყოფა, კმაყოფილების მართვა და საჭიროების შემთხვევაში, შემაკავშირებელი რგოლის შესრულება კლიენტსა და საკონსულტაციო გუნდს შორის
** პროდუქტებისა და შეთავაზებების მუდმივი გაუმჯობესების მიზნით ბაზრის ტენდენციების და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი
** პროექტში ჩართული მხარეების ინტერესების დაცვა და გამართული კომუნიკაციის უზრუნველყოფა
** ბიზნეს ასოციაციებისა და სხვა სტეიქჰოლდერებთან (გუნდის წევრებთან) კომუნიკაციაა და მათ დაგეგმილ ბიზნეს ღონისძიებებში მონაწილეობა კომპანიის სახელით

რას გთავაზობთ ჩვენ?

** გთავაზობთ სივრცეს, სადაც შეგიძლია შეცდე, ისწავლო, გაიზარდო
** კარიერული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
** On job ტრეინინგებს
** ახალგაზრდა, მოტივირებულ და ერთმანეთის მხარდამჭერ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას
** რეგიონალური ბიზნესის განვითარებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობას
** სამართლიან და ღირებულებებზე დაფუძნებულ ბიზნეს გარემოს

როგორ უნდა წარადგინოთ განაცხადი?

თუ ჩვენი ღირებულებები შენსას ემთხვევა და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: HR@akertbilisi.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "საკონსულტაციო პროექტების გაყიდვების მენეჯერი"

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://akertbilisi.com/

ასევე, სოციალურ ქსელებს:
Facebook: https://www.facebook.com/share/1bGnuBCE1G/?mibextid=wwXIfr
Instagram: https://www.instagram.com/akertbilisi?igsh=c2RjM2l3ZmFweGU4
linkedin: https://www.linkedin.com/company/firefliesmanagment/

შენიშვნა:

პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიისთვის, კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე