დასახელება:
ავტო სესხების რისკების ოფიცერი - სტაჟირება
|
მომწოდებელი:
scapp
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
|
სვის კაპიტალი ახლა უკვე "სკაპი" — ახალი სახელით აგრძელებს საქმიანობას.
სახელის ცვლილება ასახავს კომპანიის სტრატეგიულ ევოლუციას, რომელიც მიმართულია როგორც ტექნოლოგიების განვითარებისკენ, ასევე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და პროდუქტების გამრავალფეროვნებისკენ.
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი საქართველოში 2010 წლიდან საქმიანობს. დღეს კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 34 ფილიალით საქართველოს 13 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, გარდაბანში, თელავში, გურჯაანში, ხაშურში, მარნეულში, ახალციხესა და ფოთში.
სკაპის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს როგორც სამომხმარებლო, ასევე მცირე და მიკრო ბიზნეს დაკრედიტებას.
კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, რასაც უზრუნველყოფს ორგანიზაციაში მოქმედი სწავლებისა და თანამშრომელთა განვითარების კომპლექსური სისტემა. ამჟამად სკაპი აერთიანებს 500-ზე მეტ პროფესიონალს.
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას ავტო სესხების რისკების ოფიცრის სტაჟირებაზე დასაქმების პერსპექტივით;
სტაჟირების პროგრამაზე კანდიდატები შეძლებენ შეისწავლონ საქმიანობა და შეიძინონ შემდეგი უნარები:
** ავტომობილის შეფასება, მისი კომპლექტაციისა და მასზე ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად, მისი წარმომავლობის დადგენა, ასევე საქართველოში შემოყვანამდე პირვანდელი მდგომარეობის მოძიება ფოტო და სხვა ინფორმაციული მასალებით.
** ავტომობილის შეფასების შესახებ დასკვნის მომზადება; შეფასების საფუძველზე სესხის ოდენობის განსაზღვრა;
** მომხმარებლის საკერედიტო მონაცემების ანალიზი შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
** სესხის მიზნობრიობის დადგენა და შესაბამისი პროცენტული წილით დაფინანსება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
სხვა მოთხოვნები:
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში 500 ლარი, დასაქმების შემთხვევაში ფიქსირებული + ბონუსი (ჯამურად 1500-2000 ლარი) + ჯანმრთელობის დაზღვევა;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@scapp.ge წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ავტო-სესხების რისკების სტაჟიორი".
|
|
|
|