Робота для біженців з України
შიდა მონიტორინგის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა მონიტორინგის ოპერატორი
მომწოდებელი: მაღაზიათა ქსელი გვირილა
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
კომპანია "გვირილა" საქართველოს რითეილ ბაზარზე გამოჩნდა 2022 წლის ოქტომბრის თვეში და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 355 ობიექტით არის წარმოდგენილი; მისი მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომპანია დინამიურად ვითარდება და გაფართოებასთან ერთად გუნდის ახალ წევრებს იმატებს, რომელთაც ჯანსაღ სამუშაო გარემოს და კარიერასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას სთავაზობს.

შპს "გვირილა რითეილის" მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას შიდა მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიებსა და საწყობებში ვიდეომონიტორინგის განხორციელება.
** მაღაზიებში არსებული პრობლემების აკუმულირება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება.
** ვიდეო კამერების ჩანაწერების ანალიზი, კონტროლი და უკუკავშირი შესაბამის პირებთან.
** ობიექტის სალაროების გაღება-დაკეტვის პროცესის, ჩარიცხული თანხის ჩეკებისა და ყოველდღიური თანხების ჩარიცხვის კონტროლი.
** არასწორი გაყიდვების (არასწორ კოდზე გაყიდვა, ჩეკის კორექტირება, ჩეკის გადადება, პროდუქციის წაშლა) კონტროლი.
** მაღაზიების სავაჭრო დარბაზში წესრიგის კონტროლი: შესაბამისი კატეგორიისა და ჯგუფის პროდუქციით შევსებული თაროები.
** მაღაზიების თანამშრომლების გარეგნული იერსახის და მოწესრიგებულობის მეთვალყურეობა და შესაბამისი უკუკავშირი უშუალო უფროსთან.
** კომპანიის თანამშრომლების, მომხმარებლების მიერ ჩადენილი ქურდობის ან/და ობიექტის მატერიალური აქტივების განზრახ დაზიანების შემთხვევების დაფიქსირება და ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** დაცვის სამსახურის მიერ მაღაზიების დაცვაზე აყვანა-მოხსნის პროცესის ვიდეო მონიტორინგი და განგაშის შემთხვევების დაფიქსირება, ინფორმაციის დაუყოვნებელი მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის.
** მომწოდებლების მიერ განზრახ თუ უნებლიედ დაშვებული გადაცდომებისა და დარღვევების მოძიება, დაფიქსირება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - საშუალო;
** სამუშაო გამოცდილება - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია MS Office პროგრამების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
** მეგობრულ გუნდს
** სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ 24 სთ.
** სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ვარკეთილის მეურნეობა, ახ.მელაშვილის ქ N2 (სათავო ოფისი)

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: HR@gvirila.com.ge.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "გვირილა რითეილის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: HR@gvirila.com.ge;
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე